უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 ოქტომბერი, 2018 16:45
font-size

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ` ზუგდიდში ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს

ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს. ეს ღონისძიება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით წელს მეორედ ჩატარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე - ეს არის იდეების გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო. ახალგაზრდების ამოცანაა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებითა და ინოვაციური გზებით გადაჭრან არსებული პრობლემები.

ინოვაციების ბანაკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში ხორციელდება და 2018 წელს მასში ექვსი კომერციული ბანკი - თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, ფინკა ბანკი საქართველო - და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი ჩაერთო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-მა ახალგაზრდამ აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული პრეზენტაცია ფინანსური განათლების თემაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა იმსჯელეს ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში.

უშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი საფინანსო სფეროს „მოხალისე ექსპერტების" როლი შეასრულეს: ისინი მონაწილეებს უწევდნენ კონსულტაციას, აძლევდნენ რჩევებს, ეხმარებოდნენ ინოვაციური იდეების განვითარებაში და აწვდიდნენ ინფორმაციას ფინანსური განათლებისა და საფინანსო სფეროს შესახებ.

ღონისძიების დასასრულს თითოეულმა გუნდმა წარადგინა ბიზნეს-გეგმა, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

ამარჯვებულებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცათ საჩუქრები და 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი "ინოვაციების ბანაკში" მონაწილეობისთვის.
„ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ერთობლივი ინოვაციების ბანაკი კი ახალგაზრდების ფინანსური განათლების ამაღლებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ფინანსური წიგნიერების თემაზე ინოვაციების ბანაკი პირველად 2017 წელს გორში ჩატარდა, მან ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და, ზოგადად, ფინანსური საკითხების მიმართ ინტერესის გაღვივებას და ეს ინტერესი მზარდია. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ინოვაციების ბანაკის პროექტით საქართველოს არაერთ რეგიონს ვესტუმრებით" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

"სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" 3-წლიანი პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც JA Worldwide-ისა და JA ევროპის ხელმძღვანელობით, JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი), სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება.
NS

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი