მოზაიკა
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
გოგონათა შორის 90კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიპოვა.
ანასტასიამ ორჭიდის ჯამში 265კგ. დაძლია (ატაცი - 120კგ.; აკვრა - 145კგ.) და მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჩილელ მარია ფერნანდა ვალდეს პარისს.
დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმიერი სანტანა პეგუერო 254კგ.-თი მესამე ადგილზე გავიდა.
გოტფრიდის ოქროს მედალი მეორეა გიორგი ასანიძის გაწვრთნილი ძალოსანთა ნაკრებისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შოთა მიშველაძემ (62კგ).
6 დეკემბერს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105კგ) შეეცდება.
ის ფიცარნაგზე თბილისის დროით 5:25 საათზე გავა.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


