უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

6 დეკემბერი, 2016 14:50
font-size

საქართველო PISA-ს პირველ ხუთეულშია

PISA 2015 წლის მონაცემების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა 2009 წელთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენეს როგორც საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში, - აცნობეს მედიანიუსს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

საქართველო პირველ ხუთეულშია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც წინა ციკლებთან შედარებით შედეგი სამივე მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კერძოდ, საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველ მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებელი სამ წელიწადში 23 ქულით გაიზარდა, წაკითხულის გააზრებაში - 16 ქულით და მათემატიკაში - 15 ქულით. გაუმჯობესების ტენდენციის მიუხედავად, ქართველი მოსწავლეების მიღწევები სამივე სფეროში OECD-ის საშუალო ქულაზე მნიშვნელოვნად დაბალია.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში მსოფლიო ტენდენციის საპირისპიროდ ქართველი გოგონები უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები. მაგ., მათემატიკაში საქართველო ასეთ ცხრა ქვეყანას შორის მოხვდა.

მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედეგენილი რეიტინგული სიის სათავეში სინგაპური, იაპონია, ესტონეთი, ტაილანდი და ფინეთი მოექცნენ.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს. PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

PISA 2015 სულ 72 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის 35 OECD-ის წევრია. დაახლოებით 540 000 მოსწავლე წარმოადგენდა თავის ქვეყანას, აქედან 6000-ზე მეტი ქართველი მოსწავლე იყო, რომლებიც თავის მხრივ 263 სკოლიდან შეირჩნენ.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი