უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 მარტი, 2017 11:30
font-size

სანოტარო მომსახურების მიღება უკვე ვანისა და ასპინძის მოსახლეობასაც შეეძლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები კიდევ 2 მუნიციპალიტეტში დანიშნა. ვანი და ასპინძა ის მუნიციპალიტეტებია, სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა.

ასპინძას ნოტარიუსი 2014 წლიდან არ ჰყავს, ხოლო ვანში სანოტარო ბიურო 2015 წლიდან აღარ მოქმედებს. ნოტარიუსი, რომელიც 2014 წლის მაისში დაინიშნა, მუნიციპალიტეტი 7 თვეში მიატოვა და 2015 წლის თებერვლის თვეში სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა. ამიერიდან დაბა ასპინძას ნოტარიუსი მარიამ შავერდაშვილი მოემსახურება, ვანს კი − გიგი გოლუბიანი.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა სანოტარო მომსახურების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. 2013-2016 წლების რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა: თერჯოლა, ოზურგეთი, წყალტუბო, თიანეთი, ლანჩხუთი, ლენტეხი, ცაგერი, ონი, მესტია, ქედა, ამბროლაური, დედოფლისწყარო, ბაკურიანი, ქარელი.

ახალდანიშნული ნოტარიუსები მუნიციპალიტეტებში სამწლიანი ვადის ამოწურვამდე ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ნოტარიუსთა პალატა მათ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი