რეგიონები
სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აქედან 2 საბავშვო ბაღის აშენება ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში იგეგმება. ახალი საბავშვო ბაღების პროექტების განხორციელება დევნილთა ჩასახლებებში მოხდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილი პროექტები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორტორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
პოექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში 100-მეტ დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.
ლევან შონიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმოადგენლებს რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გამო მადლობა გადაუხადა და საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, დევილთა ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


