რეგიონები
სამეგრელოში ფერმერებს თხილის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიია გააცნეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ჭოღა, ნაიჩხოვო, თაია, მუხური, ბია, საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ღორსა-დღვაბა, ნოჯიხევი) მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და თხილის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიისა და დაავადებათა პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა: თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა და დამტვერვის პროცესების სწორად წარმართვა; თხილის მავნებელ-დაავადებათა ტიპები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; ნიადაგის ანალიზის საჭიროება და მისი ნაყოფიერების ამაღლების გზები; ფიტოსანიტარული ღონისძიებების დროულად გატარება; პესტიციდების შერჩევა და სხვა. ფერმერებს თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემები დაურიგდათ.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ციტრუსის, დაფნის, ხურმის, სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზეც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


