რეგიონები
სამეგრელოში ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგება
სამეგრელოში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას საგანგებო რჟიმში მიმდინარეობს. უამინდობით მიყენებული ზიანის დროულად აღმოფხვრის მიზნით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კოორდინირებულად მუშაობას განაგრძობს გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და გამგეობებთან. კომპანიის მიერ სენაკში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებს.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად სამეგრელოს რეგიონში ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა, დარჩენილია აბონენტების მცირე ნაწილი ზუგდიდის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში. აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უახლოეს საათებში მოხდება. დღის ბოლომდე კი სამეგრელოს რეგიონში გამორთულ ყველა აბობნენტს ელექტროეენერგიით მომარაგება აღუდგება.
პარალელურად, მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. დაზიანებული ხეებისგან გაიწმინდა ქუჩები და პარკები.
მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი კომისიები ამ დრომდე მუსაობენ, ისინი ადგილზე ეცნობიან ქარისგან მიყენებულ ზარალს.
ხობში ამ დროის მონაცემებით ნაწილობრივ დაზიანდა 16 კერძო სახლის სახურავი და სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სამივე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა გამოდარებისთანავე მოხდება.
ფოთის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ქალაქის მთელ პერიმეტრზე აწარმოებენ მონიტორინგს. მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მიმდინარეობს შეტყობინებების მიღება და მობილური ჯგუფების ადგილზე გაგზავნა. ფოთში ელექტრო ენერგიით მომარაგება სრულად აღდგენილია. ქალაქში ძლიერი ქარის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა, 17-ამდე საცხოვრებელი სახლის, 5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა და N1 საჯარო სკოლის სახურავები.
ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მეორე დღეა აგრძელებს მუშაობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. აქ ქარმა ერგეტას, ორულუს, ხეცერას, ურთას, ცვანესა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში 13 საცხოვრებელი სახლის სახურავები ნაწილობრივ დააზიანა.
ქარმა დაზარალა აბაშის მუნიციპალიტეტებიც, აქ 30-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.
სინოპტიკოსები სამეგრელოში გამოდარებას 24 ნოემბრიდან ვარაუდობენ.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


