რეგიონები
სამეგრელოში ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და კონსერვაციის ხელშეწყობაზე შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, სამეგრელოს მთიანეთში დაცული ტერიტორიის შექმნის, მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, სამეგრელოს რეგიონში 2015-2017 წლებში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ განხორციელდა, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura - დედამიწის მეგობრები - შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მოიცავდა, სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონებში ბიომრავალფეროვნების კვლევას. პროექტი ითვალისწინებს 7 მინიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობას, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრაქტიკის დანერგვით.
პროექტის ფარგლებში გაიმართა გამწვანებისა და დასუფთავების აქციები. ასევე, განხორციელდა დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები. მოსწავლეებისათვის კი სასკოლო ოლიმპიადები და ეკო-ბანაკები მოეწყო.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კველევების საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მდგრად განვითარებას და საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


