უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 დეკემბერი, 2018 16:50
font-size

სამეგრელოს და იმერეთის სტიქიის ზონებში დაზიანებული სახურავების აღდგენის პირველადი სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - მუშაობენ.

დღეს დილიდან დაიწყო სტიქიით მიყენებული ზიანის დათვლა და ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა. აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები შესაბამის კომპანიებთან, მათ შორის სამუშაოების გადანაწილების მიზნით.

უწყების ინფორმაციით, იმერეთსა და სამეგრელოში უკვე დაიწყო რამდენიმე კორპუსის დაზიანებული სახურავის აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები. იქ, სადაც დაზიანების ხარისხი არ საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას, მოსახლეობა მარაგდება დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო მასალით.

გურიაში ამჟამად ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღდგენილია, ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს. ნაწილობრივ აღდგენილია გაზის მიწოდებაც და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება. შექმნილი საგანგებო შტაბები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი