რეგიონები
სამეგრელო-ზემო სვანეთში დიდთოვლობაა
დიდთოვლობის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცენტრალური გზები უკვე გაწმენდილია, მოძრაობა შეჩერებულია ჯვარი-მესტიის მიმართულებით, სადაც პრობლემა ჩამოწოლილმა ზვავმა შექმნა, პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც მოძრაობა ზემო სვანეთის მიმართულებითაც აღდგება, - აცნობეს მედიანიუსს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან.
„ყველა ვმუშაობთ 24 საათიან რეჯიმში, ყოველი საათის ბოლოს განახლებული ინფორმაციები უნდა გვქონდეს, სად რა პრობლემაა და რა საჭიროეებბი დგას. ამ დრომდე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან სახლების დაზიანების შესახებ, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ რა ხდება თითოეული სოფლის თითოეულ უბანში. ელექტრო ენერგია ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს მიეწოდება, შეზღუდვები გვაქვს წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში, თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, პრობლემების აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა გუბერნატორმა ლევან შონიამ.
არსებული ვითარება მუნიციპალიტეტების მიხედვით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება გრიგოლიშის, ნაწულუკუს, რიყეს, რუხის, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს; ბასთუმნის, ახალსოფლის, გრიგოლიშის, ზედაეწერის, ინგირის, ნარაზენის, ნაცატუს, ოდიშის, ყულიშკარის, რიყეს, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის, ხეცერას, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეფერხებულია გადაადგილება. მობილიზებულია ტექნიკა მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 50-დან 70 სანტიმეტრამდეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე. ელექტროენერგია 13 ადმინისტრაციული ერთეულიდან არ მიეწოდება სოფელ ნაკიანს, თაიას, ჭოღას, ნაფიჩხოვოს. ენერგო–პრო ჯორჯიას ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას აღუდგება უახლოეს საათებში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ინტენსიურად თოვს, იწმინდება გზები, შუქი არ მიეწოდება ნაკიფუ, მიქავა, საჩინო და ქალაქ წალენჯიხის ნაწილს. ტექნიკა მუშაობს, იწმინდება გზები.
ქალაქ ზუგდიდში დილიდან გადაუღებლად თოვდა, ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ხე-მცენარეები იწმინდება თოვლისგან, სპეც. ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან გაიწმინდა ყინულის სახლი, ქალაქის ცენტრალური გზები. გაწმენდიალია ყველა სკოლასთან მისასვლელი გზები. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს.
გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მარტვილის, ხობის, აბაში და სენაკის მუნიციპალიტეტშიც.
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზები.
დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს 24 საათიან რეჟიმში შეუძლიათ დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 591 41 77 01, 599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი)
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


