რეგიონები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისა და ზუგდიდელი გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიასა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან გარემოვაჭრეები შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდნენ.
შონიას განცხადებით, ზუგდიდსა და მთელ სამეგრელოში გარევაჭრობა აიკრძალება.
„ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო და დავიწყეთ. ის ფართები, რაც მერიამ მათ შესთავაზა, პრინციპულად არ უნდათ და ითხოვენ, სანამ სანაპიროზე კონსტრუქციები გაკეთდება, 10- 15 დღე იმუშაონ გარეთ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, -თქვა გუბერნატორმა.
შეხვედრით უკმაყოფილოები დარჩნენ გარემოვაჭრეები. მათი თქმით, შეთანხმება ვერ შედგა. გარემოვაჭრეები აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.
გარემოვაჭრეებმა აქციები 31 იანვარს დაიწყეს მას შემდეგ, რაც 30 იანვარს, გვიან ღამით, ზუგდიდიდს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლები აიღო.
3 თებერვალს მერიის აკრძალვის მიუხედავად, მოვაჭრეებმა მუშაობა თვითნებურად განაახლეს, რაც პოლიციასთან შელაპრაკება მოუვიდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


