უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ნოემბერი, 2016 20:04
font-size

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი - დიმიტრი ქუმსიშვილმა კახეთში ორი ახალი ობიექტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშული პროექტის ოფიციალურ გახსნაზე.

განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს-სასტუმრო–მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ–მაცივარს სათანადო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები შეასრულა შპს „ბლექ სი გრუპ“-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები.

„2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღნიშნული კონტრაქტი, მართალია, უკვე გაფორმებული დაგვხვდა, თუმცა ის განწირული იყო მოსაშლელად. პროექტი დადებითი შედეგით მხოლოდ იმ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რომელიც სახელმწიფომ კომპანია „ბლექ ქსი „ბლექ ქსი გრუპთან“ გააფორმა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აღნიშნულ კომპანიას და მის ხელმძღვანელს, გოგა კალანდაძეს იმისათვის, რომ მათ საქართველოს მისი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუში შეუნარჩუნეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარაჯიშვილების აღდგენილ მამულში შესაძლებელია გამოფენების მოწყობა. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მცირე სასტუმრო, რომელიც მზადაა პირველი სტუმრები მიიღოს.

სარაჯიშვილების მამულის პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯა და 10-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმოს „სარაჯიშვილი დისტილერის“ გახსნაში. სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

“სარაჯიშვილი დისტილერი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი