რეგიონები
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გააცნო მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების პროცესის თავისებურებები და ისაუბრა სავეგეტაციო პერიოდში გამოყენებული ფოთლიდან კვების სხვადასხვა საშუალებების ეფექტურობაზე.
სოფლსი მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროტექნოლოგიური პროცესის უპირატესობის დადგენის მიზნით, მონაწილეთა მიერ საველე პირობებში ჩატარებულ იქნა საანალიზოდ აღებული ძნებისა და მცენარეების ლაბორატორიული დამუშავება. ვარიაციული სტატისტიკის (ანოვა) მეთოდით დამუშავების შედეგად, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მსმენელებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული რეკომენდაციები გაუწიონ ფერმერებს ფოთლიდან მცენარეთა გამოკვების დახმარებით მოსავლიანობის გაზრდაში.
გადამზადების პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხედ განხორციელდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


