რეგიონები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის გამო, ღამის 12:00 საათის მონაცემებით იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ შორის: იმერეთიდან - 350, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 110, გურიიდან - 15.
იმერეთში - გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი.
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.
გურია - ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.
სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


