უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

23 ივლისი, 2018 10:50
font-size

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი წვიმის შედეგად საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი წვიმის შედეგად საქართველოს რეგიონებში გამოწვეული პრობლემებისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები.

„​კახეთი – დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. სულ შემოვიდა ექვსი შეტყობინება. კახეთში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

​გორი – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. სულ შემოვიდა 18 შეტყობინება. მაშველების მიერ ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი სამი ოჯახი.​ ​ამ დროისთვის გორში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

​გარდაბანი, სოფელი კრწანისი – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. სულ შემოვიდა ოთხი შეტყობინება. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.

​სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახლდება“, – ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ​სტიქიის შედეგად არც ერთ რეგიონში მოქალაქეები არ დაშავებულან.

„​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას“, – აცხადებენ უწყებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი