უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 ნოემბერი, 2016 13:50
font-size

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ მატჩის გამოძიებას ითხოვს

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვის" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ.

„საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშით იხელმძღვანელა. 8 ნოემბერს, პირელი ლიგის თამაშზე ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო, ემიჯნება ყოველგვარ გარიგებასა და შედეგზე მანიპულირებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს მიმართავს გამოიძიონ აღნიშნული მატჩი და შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ.
ცხინვალის „ლიახვი“ თნამშრომლობს ფეხბურთის ფედერაციასთან და ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს გამოძიებას, რათა აღიკვეთოს ყოველგვარი გარიგებები ქართულ ფეხბურთში.

შეგახსენებთ, პირველი ლიგის გასულ სეზონში, 2015 წლის 29 ნოემბერს გასამართი მატჩი ხობის „კოლხეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის შესაძლო გარიგების გამო გადაიდო. ფეხბურთის ფედერაციას ინფორმაცია „ლიახვის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თავად ჩავიდა ხობში სიტუაციის გასაცნობად. ამ დროისთვის უცნობია ვინ ცდილობდა თაღლითურ გარიგებას. საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ თხოვნით მიმართავს სფფ-ს ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედონ და გამოიძიონ მატჩი, რომელიც შესაძლო გარიგების გამო გადაიდო“, _ ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი