რეგიონები
სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
13 - 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, 13 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, საქართველოს მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (200 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კიდევ ერთი ფაქტი 15 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“ გამოვლინდა. თურქეთის მოქალაქეს, ჰ.ი-ს ნარკოტიკული (5 აბი) და ფსიქოტროპული (11 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები საზღვარზე უკანონოდ გადმოჰქონდა.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


