უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 ოქტომბერი, 2016 16:50
font-size

საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

საჩხერის რაიონული საავადმყოფოს სპეციალისტებმა, ონკოლოგიურ პაციენტებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს და დიაგნოსტიკური კვლევები, კერძოდ - ციტოლოგიური კვლევა, ექოსკოპია და კომპიუტერული კვლევა ჩაუტარეს. გამოკვლევები საჩხერის რაიონულ საავადმყოფოსა და ჭიათურაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩატარდა. ამ დროისთვის, აქციის ფარგლებში გამოკვლევები 200-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

აქციაში მონაწილეობდნენ საჩხერის საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები: ზაზა ლომიძე, გიორგი ქრისტესიაშვილი, გიორგი მწყერაშვილი, ილია გოცაძე, ზაალ კვირიკაშვილი, მამია ხუტაშვილი.

როგორც საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების სამედიცინო მენეჯერი თამარ მელიქიძე აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. მისი განმარტებით, ონკოლოგიური დაავადების პრევენციისთვის, მსგავსი კვლევები აუცილებლობას წარმოადგენს.
„ონკოლოგიური დაავადებები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალურ პრობლემად რჩება. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ შემცირების ნაცვლად, ონკოლოგიური დაავადებების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადრეულ სტადიაზე მოვახდინოთ დაავადების აღმოჩენა, რადგან, თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, ანუ პირველ და მეორე სტადიაზე, შემთხვევათა 95-98%-ში დაავადება მკურნალობას ექვემდებარება.

როგორც წესი, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის სამი ძირითადი მეთოდი გამოიყენება: ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული, რა თქმა უნდა, იმუნოთერაპიასთან და ჰორმონოთერაპიასთან ერთად. ჩვენს საავადმყოფოში, გარდა რადიოთერაპიისა, ყველა სხვა საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ონკოლოგიურმა პაციენტმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროს. კლინიკას გააჩნია ულტრათანამედროვე აპარატურა და პროფესიონალი კადრები, მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებსაც გააჩნიათ ამ აპარატურასთან მუშაობის პრაქტიკული უნდარ-ჩვევები და გამოცდილება. ჩვენთან კეთდება ნიკალური ონკოლოგიური ოპერაციები.

მადლობას ვუხდით იმ პაციენტებს ვინც უკვე გაიარა გამოკვლევები, ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა ჩვენთან ვაცნობებთ, რომ მსგავსი აქციების ჩატარება ჩვენს საავადმყოფოში კვლავ იგეგმება. ასე რომ, ჩვენი საავადმყოფოს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები მზად არიან იზრუნონ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.“ - აღნიშნავს თამარ მელიქიძე.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი