მოზაიკა
საახალწლო დღეებში საქართველოში ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საახალწლო დღეებში საქართველოში ნალექს ელიან.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, 31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +13, +18; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
თბილისში ღამისა და დღის საათებში მოსალოდნელია მცირე ნალექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.
ხვალ, 1 იანვარს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +8, +13; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგიერთ და დღისით უმეტეს რაიონში ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +8, +13; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
თბილისში, ღამე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დღისით კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


