მოზაიკა
სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით 8 და 9 აპრილს 8:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.
გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


