რეგიონები
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს
რუსთავის აზოტის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მუშებმა მათი სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. ეს ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა.
აქციის მონაწილეების თქმით, ცნობა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მათ დილის ცვლის დაწყების წინ გაიგეს. მუშები ამბობენ, რომ კომნპანიას არ აუხსნია მასობრივი გათავისუფლების მიზეზი.
როგორც მედიანიუსს „აზოტის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ზვიად კეჭაყმაძემ განუცხადა, ამჟამად კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რადგან საწარმოს მფლობელი შეეცვალა. კომპანია შპს-დან სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტად“ გადაიქცა. კეჭაყმაძე ამბობს, რომ კომპანია თანამშრომელთა ხელახალ მიღებასა და მათთან ხელშეკრულების დადებას აპირებს. დააბრუნებენ თუ არა გათავისუფლებულ მუშებს სამსახურში, ჯერჯერობით უცნობია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სს „რუსთავის აზოტმა“ დაარღვია შრომის კოდექსის 38.1 მუხლი, რომელიც მასობრივ დათხოვნას ეხება. ის ავალდებულებს დამსაქმებელს, მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, გათავისუფლებამდე სულ მცირე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამიანისტრო და ის დასაქმებულები, რომელბთანაც შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.
აზოტის პროფკავშირების თქმით, ისინი კომპანიას უკანონო გათავისუფლების საბაბით სასამართლოში უჩივლებენ.
ინფო რუსთავის ცნობით, საწარმოდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ გამოცემას 3 კვირით ადრე შეატყობინეს, მაგრამ საწარმოს ხელმძღვანელობამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


