უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

29 დეკემბერი, 2018 16:05
font-size

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ახალი წლის დღეებში

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ახალი წლის დღეებში მცირე ნალექს ელიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 30 დეკემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, თბილისში კი, დაუბერავს სუსტი ქარი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას:

დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11; მთაში +1, +6; მაღალ მთაში კი -4, +1 გრადუსია მოსალოდნელი;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსია ნავარაუდევი;
თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა + 6 გრადუსს მიაღწევს.

ზეგ, 31 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი. უმეტესად თოვლის სახით ელიან მცირე ნალექს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. თბილისში კი 31 დეკემბერი უნალექოდ ჩაივლის. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, თბილისში კი, ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში.

31 დეკემბრის მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა კი ასეთია:

დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4 +9; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსია ნავარაუდევი;
თბილისში ჰაერის ტემპერატურა + 7 გრადუსს მიაღწევს.

1 იანვარს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. დასავლეთსა და აღმოსავლეთშიც იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. დედაქალაქში 1 იანვრის ღამე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი შესაძლებელია მცირე წვიმა.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას:

დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11; მთაში +1, +6; მაღალ მთაში კი -4, +1 გრადუსია მოსალოდნელი;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -4, +1 (ზოგან -7-მდე) გრადუსია ნავარაუდევი;

თბილისში ჰაერის ტემპერატურა + 7 გრადუსს მიაღწევს.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი