მოზაიკა
როგორი ამინდი იქნება საქართველოში ახალი წლის დღეებში
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ახალი წლის დღეებში მცირე ნალექს ელიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 30 დეკემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, თბილისში კი, დაუბერავს სუსტი ქარი.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას:
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11; მთაში +1, +6; მაღალ მთაში კი -4, +1 გრადუსია მოსალოდნელი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსია ნავარაუდევი;
თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა + 6 გრადუსს მიაღწევს.
ხვალ, 31 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი. უმეტესად თოვლის სახით ელიან მცირე ნალექს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. თბილისში კი 31 დეკემბერი უნალექოდ ჩაივლის. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, თბილისში კი, ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში.
31 დეკემბრის მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა კი ასეთია:
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4 +9; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსია ნავარაუდევი;
თბილისში ჰაერის ტემპერატურა + 7 გრადუსს მიაღწევს.
ზეგ, 1 იანვარს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. დასავლეთსა და აღმოსავლეთშიც იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. დედაქალაქში 1 იანვრის ღამე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი შესაძლებელია მცირე წვიმა.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას:
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11; მთაში +1, +6; მაღალ მთაში კი -4, +1 გრადუსია მოსალოდნელი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -4, +1 (ზოგან -7-მდე) გრადუსია ნავარაუდევი;
თბილისში ჰაერის ტემპერატურა + 7 გრადუსს მიაღწევს.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


