მოზაიკა
როგორ იცვლება ურთიერთობა, როდესაც ღალატს აპატიებთ
1. კონკრეტული ფილმები, სიმღერები თუ ადგილები, ყოველთვის გაგახსენებთ როდის გიღალატეს, როგორ გაიგეთ და რა იგრძენით მაშინ.
2. ყველა ვინც, იმ მომენტში ჭკუა დაგარიგათ და უპატივცემულობა გამოხატა თქვენი საყვარელი ადამიანის (მოღალატის) მიმართ, ,,ცუდი ტიპი“ ხდება და უფლებას კარგავს, მომავალში გამოხატოს აზრი.
3. მომენტებში გიჩნდებათ სურვილი ყველაფერი მიატოვოთ. უფრო რთულია დარჩენა, ვიდრე წასვლა.
4. მოგიწევთ, ისწავლოთ ახლებურად კამათი. ყველა კამათში ის არ უნდა იყოს მტყუანი, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთხელ გიღალატათ. მანაც უნდა ისწავლოს საკუთარი პოზიციის დაცვა და მუდამ დამნაშავედ არ უნდა გრძნობდეს თავს.
5. გიწევთ გეგმების გადალაგება. თუ მის ღალატამდე ერთობლივად გქონდათ გადაწყვეტილი ბავშვის გაჩენა, ამიერიდან ჯერ ხელახლა მოგიწევთ ნდობის შენება და შემდეგ უკვე იმ გეგმების განხორციელება, რაც მანამდე გქონდათ ჩაფიქრებული.
6. თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ გულის სიღრმეში ელოდით ამ ღალატს. იწყებთ მისი ყველა ქმედების გახსენებას და უკავშირებთ შექმნილ ვითარებას.
7. იწყებთ საკუთარი თავის დადანაშაულებას. გტანჯავთ აზრი, რომ საკმარისად კარგი არ ხართ, რადგან გვერდზე გაიხედა.
8. კითხვა ,,რატომ?“ თქვენი მეგზური გახდება. ჭრილობის შეხორცება და ნდობის დაბრუნება ძალიან რთულია, ეს იმიტომ, რომ არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი და სწორი პასუხი კითხვაზე - ,,რატომ?“ ზოგჯერ გაიღვიძებთ მის გვერდით, გადახედავთ მას და კვლავაც ჰკითხავთ თავს: ,,რატომ?“
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


