უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

7 ნოემბერი, 2017 16:35
font-size

რითი აფასებენ და როგორ არჩევენ მამაკაცები ქალებს?

როგორ არჩევენ მამაკაცები ქალებს, რომლებთანაც მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ურთიერთობა სურთ. როგორია ის შეფასებები, რომლებითაც მამაკაცი პირველ ეტაპზე საზღვრავს საინტერესოა თუ არა მისთვის ქალი?

მამაკაცი ქვეცნობიერ დონეზე ინტუიციურად არჩევს ქალს. კერძოდ, როდესაც გარეგნობით მიმზიდველად თვლის მას, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ რაც უფრო მიმზიდველია ის, მით უფრო ჯანმრთელია და ესე იგი, ჯანრთელ შთამომავლობას მისცემს მამაკაცს. სხვა ასპექტები, მაგალითად, ისეთი როგორიცაა ინტელექტი პირველ ეტაპზე საგრძნობლად ჩამორჩება გარეგნობის მნიშვნელობას.

ღიმილი: მოწესრიგებული კბილები, ტუჩები და ღრძილები... ეს ქალი ჯანმრთელია და შეეძლება გამოკვებოს ბავშვი. ღიმილი ქალის როგორც ფიზიკური, ისე ემოციონალური სიჯანსაღის ნიშანია. ასე რომ, მოიწესრიგეთ გოგონებო კბილები და პირის ღრუ!

თვალები: ბრწყინავს თუ არა... არის გამოხედვაში რაიმე საინტერესო თუ არა... თვალები არის როგორც სულის სარკე, ისე ქალის ფიზიკური ჯანმრთელობის მანიშნებელი.

თმა: ლამაზი თმა ასევე იქცევს მამაკაცის ყურადღებას და მისი ქვეცნობიერისთვის ჯანმრთელობის ნიშანია.

კანი: ასევე ჯანმრთელობას განსაზღვრავს და რაც უფრო მეტია კოსმეტიკა თქვენს სახეზე, მით უფრო ეჭვი ეპარება მამაკაცს თქვენს ჯანმრთელობაში.

ზურგი - ზურგის მიხედვით მამაკაცი სხეულის სიჯანსაღეს განსაზღვრავს და ასევე, ქალის თვითშეფასების დონეს. ჰარმონიულია თუ არა ის საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ურთიერქმედებაში.

მკერდი - ის, რაც მამაკაცებს ძალიან უყვართ. მკერდის ზომაზე მეტად ისინი მის ფორმას აკვირდებიან.

წელი და უკანალი - ასევე ჯანმრთელობის, ნაყოფიერების საზომებია მამაკაცის ქვეცნობიერისთვის.

მუცელი - მამაკაცებს ასევე, ძალიან უყვართ ქალის სხეულის ეს ნაწილი ამიტომ მის ფორმასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. არ არის აუცილებელი ქალს ნავარჯიშევი მუცლის პრესი ჰქონდეს, მთავარია, ის არ იყოს მოშვებული და ქალი 2-3 თვის ორსულის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს.

ფეხები - ფეხების სიგრძეს და ფორმას ძლიერი სქესის წარმომადგელები ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათთვის თვალშისაცემია ასევე, ის, თუ რა ფეხსაცმელი აცვია ქალს.

შესაბამისად, მამაკაცი ქვცენობიერ დონეზე ქალის ჯანმრთელობას მისი გარეგნობიდან გამომდინარე განსაზღვრავს, შემდეგ მოდის უკვე ქალის ხასიათი.

პირველი წესი, რაც არასდროს არ უნდა დაივიწყოს ქალმა ესაა ის, რომ ის პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთებდეს, როდესაც ვარჯიშობს, ფორმაშია, იცვამს ლამაზ თეთრულს და ა.შ. და შემდეგ უკვე იმისთვის, რომ მამაკაცებმა მიაქციონ მას ყურადღება.

ქალებო, მთავარია ქვენ იყოთ ჯანმრთელი და გამოიყურებოდეთ ლამაზად და შემდეგ, მამაკაცები ბუნებრივად დაიტერესდებიან თქვენით.

გაცნობის შემდეგ რა არის ის, რითიც ქალები ახერხებენ იმას, რომ ღირსეული მამაკაცის ინტერესი შეინარჩუნონ?

1. საკუთარი თავისადმი სიყვარული.

თუ ქალს საკუთარი თავი არ უყვარს და დაბალი თვითშეფასება აქვს, მას ვერც მამაკაცი შეიყვარებს.

2. ცხოვრებისეული სტრატეგია.

ქალმა უნდა იცოდეს, რა უნდა და როგორ იაროს ამ მიზნისკენ. აქვს ღირებულებები და ამასთანავე, პატივს სცემს მამაკაცსაც.

ასეთი ქალი თავად აყალიბების იმ დამოკიდებულებას, რომელიც მამაკაცს მის მიმართ უჩნდება.

3. სულიერი მდგომარეობა

მამაკაცს სჭირდება გაწონასწრებული და ჰარმონიული ქალი. ასეთ ქალთან მამაკაცი უკეთესი ხდება და თავდაჯერებულობა ემატება.

4. ურთიერთობაში აქვს:

მადლიერების გამოხატვის უნარი. არის გულღია და პირდაპირი. ენდობა მამაკაცს და მისგანაც იმავეს მოითხოვს.

ოპტიმისტი და დადებითი. მამაკაცს არ სჭირდება ქალი, რომელიც თავისი პესიმისტური განწყობებით მას ასევე, ცუდ განწყობაზე დააყენებს. პირიქით, მას სურს საღამოს გატარება ხალისიან ქალთან ერთად, რომელიც თავისი ღიმილით სტრესს მოუხსნის.

და ბოლოს, დაიმახსოვრეთ, ჭკვიანი ქალი ცხოვრებისეული მომენტებიდან თავისთვის იტოვებს მხოლოდ დადებითს, ისეთ მოვლენებს კი, რომლებმაც მისი მოლოდინი ვერ გაამართლეს, განიხილავს როგორც გამოცდილებას და არ აძლევს მათ საშუალებას დაღი დაასვას მის ცხოვრებას.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი