უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

27 დეკემბერი, 2016 12:10
font-size

რესტორნების ქსელი „დე გუსტო“ - წარმატების ერთი წელი

პირველი ობიექტი 2015 წლის 17 დეკემბერს გაგარინის მოედანზე გახსნეს - ჯერ სულ ერთი წელი შეუსრულდათ, თუმცა უკვე ოთხ ფილიალამდე გაიზარდნენ. რესტორნების ქსელ „დე გუსტოს“ კონცეფცია თბილისში არსებული ყველა სხვა კვების ობიექტისგან განსხვავებულია. აქ შეგიძლიათ მიირთვათ უკვე მზა კერძები ძალიან სასიამოვნო გარემოში.

შპს. „გურმანო“, „დე გუსტოს“ საფირმო სახელითაა ცნობილი და გემრიელი კერძების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის სწრაფი კვების ობიექტი, სადაც მუდმივად მზა, ცხელი და ახალი კერძები გხვდებათ. შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ და შინ წაიღოთ, ან - კომფორტულ გარემოში მოკალათდეთ და ადგილზე მიირთვათ.

„ჩვენი ქსელის მთავარი ნიშა ხელმისაწვდომი ფასია, რომელიც ორიენტირებულია საშუალო სეგმენტზე. მეორე ძირითადი მახასიათებელი - სისწრაფეა, ვინაიდან აქ მზად არის ყველაფერი და არ გიწევთ ლოდინი. მესამე და მთავარი - კარგი გარემოა. აქ შექმნილია ყოველდღიური ფორმატის რესტორნის ინტერიერი. „დე გუსტო“ ბაზარზე არსებული ყველა სხვა კვების ობიექტისგან ძალიან განსხვავებულია. ზოგი მხოლოდ ცომზეა ორიენტირებული, ზოგ ადგილას, კი, სადაც კერძებსაც ამზადებენ, ასეთი მყუდრო და თანამედროვე გარემო არ არის შექმნილი,“- ამბობს რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„დე გუსტოს“ ქსელს 2016 წელს სამი ახალი ობიექტი დაემატა - პეკინზე, ფალიაშვილსა და აღმაშენებელზე. თუმცა კომპანია მხოლოდ ამ მიმართულებით არ გაზრდილა. „დე გუსტომ“ კორპორაციული კლიენტებიც შეიძინა და ისეთ დიდ სუპერმარკეტებს ამარაგებს პროდუქციით, როგორებიცაა „კარფური“, „ორი ნაბიჯი“ და სხვა.

„თებერვალში დავიწყეთ აქტიური მუშაობა კორპორაციული შეთავაზებების თემაზე და გადავწყვიტეთ, დაფინანსებისთვის ტერაბანკისთვის მიგვემართა. კორპორაციული კლიენტების დამატების ფარგლებში იყო ერთთვიანი კონსიგნაციის პირობა და ეს პირობა დავაფინანსეთ საკრედიტო ხაზით. ვფიქრობთ, რომ დებიტორის დაფინანსება კრედიტორით სწორი ნაბიჯი იყო და მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, სიამოვნებით მივმართავთ ტერაბანკს“.

ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ უკვე შეძლო მომხმარებელში ხარისხიანისა და სტაბილურად მზარდის სტატუსი მოეპოვებინა და შეენარჩუნებინა. 2017 წელს კი პარტნიორებს კვლავ დიდი გეგმები აქვთ - „დე გუსტოს“ ქსელი დამატებით ოთხი ობიექტის გახსნასა და კორპორაციული გაყიდვების 50 %-ით გაზრდას გეგმავს.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი