უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 ნოემბერი, 2016 18:48
font-size

რელიგიის საკითხთა სააგენტომ სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობასთან დაკავშირებით ორი წინადადება შეიმუშავა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის საკითხზე სპეციალური კომისიის სხდომა გამართა.

დასკვნით სიტყვაში სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, ე.წ მოხეს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესთავაზოს როგორც მუსლიმ, ისე მართლმადიდებელ მოსახლეობას ორი კონკრეტული წინადადება.

„კერძოდ, პირველი, სოფელ მოხეში მუსლიმი მრევლის ლოცვის პრობლემის მოგვარების მიზნით, სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გამოისყიდოს მოხეს მუსლიმი მრევლის აქამდე არსებული სალოცავის შენობა და გადასცეს მუსლიმთა სამმართველოს. მეორე, შესთავაზოს სოფელ მოხეში ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, მასზე მეჩეთის მშენებლობის უზრუნველყოფისათვის“,-განაცხადა ვაშაყმაძემ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს მუფტიმ ბეგლარ ქამაშიძემ განუცხადა, მუსლიმი თემი განიხილავს წინადადებებს.

“დავსხდებით, დავილაპარაკებთ და ბოლოს შეჯამდება საზოგადოების და მრევლის აზრით გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ იქნება ეს მიღებული საზოგადოების მიერ. და აღარ იქნება ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოხის ტერიტორიაზე“,-აღნიშნა ქამაშიძემ.

კომისიის მორიგი სხდომა 1 დეკემბერს ჩაინიშნა, სადაც უკვე მუსლიმი თემის გადაწყვეტილებას განიხილავენ.

მონიკა დავლიანიძე

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი