უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 აპრილი, 2018 11:10
font-size

რეგიონებში ადამინებს სარისკო სამუშაოების ალტერნატივა არ აქვთ - მიხეილ კორძაია

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის, მიხეილ კორძახიას განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამინებს სარისკო სამუშაოების ალტერნატივა არ აქვთ.

მისვე თქმით, ერთი წლის განმავლობაში კონტროლის მექანიზმები არსებობდა, თუმცა ტრაგიკული შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს.

“ერთი წლის განმავლობაში კონტროლის მექანიზმები არსებობდა და სახელმწიფო უწყებების მიერ შემოწმება არაერთხელ მოხდა, მაგრამ ფაქტია, ტრაგიკული შემთხვევები რამდენიმე სფეროში, გამოკვეთილ კომპანიებში ყოველწლიურად გვაქვს”,- განაცხადა კორძაიამ.

მისი განცხადებით, პრობლემას გლობალურად უნდა შეხედონ.

„ანუ, რეალურად, ბრალეულობის საკითხის მიუხედავად, ამ ნაწილში მოცემულობა არ გვეცვლება. ამიტომ, ამ საკითხს გლობალურად უნდა შევხედოთ. სავარაუდოდ, ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ რეგიონებში, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანები სარისკო სამუშაოებზე ისევ, ფაქტობრივად, უბედური შემთხვევის მეორე დღიდანვე მიდიან, რადგან ალტერნატივა არ აქვთ“, – განაცხადა კორძახიამ.

კორძაია საწარმოო პროცესში უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ალტერნატიული გზების მოძიებაზე საუბრობს.

„ერთობლივად უნდა მოხდეს რისკების განსაზღვრა. ამა თუ იმ მხარის ძალისხმევიდან გამომდინარე, თუ უბედური შეთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, კანონის აღსრულების მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ თუ ეს იდეაშივე შეუძლებელია, მაშინ ამა თუ იმ სამუშაოებთან დაკავშირებით სხვა ალტერნატივები უნდა შევქმნათ“, – ამბობს ის.

კორძაიას განცხადებით, უბედური შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა და პრობლემის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი