რეგიონები
რამდენიმე დღის წინ ფოთში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ფოთში, 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ირაკლი ქუხილავა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მამაკაცის ტრავმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
5 სექტემბერს, გამთენიისას ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი რომან სიჭინავა გარდაიცვალა.
სამი დაშავებული, 33 წლის გოგა სიგუა, 29 წლის ირაკლი ქუხილავა და 16 წლის ომო ცუცქირიძე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იყვნენ მოთავსებული.
წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა მაგიდასთან მსხდომი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს ჰქონდა, თუმცა ვინ ან რატომ მოიყვანა ის საბრძოლო მოქმედებაში ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ და მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რასაც ერთ-ერთი დაშავებულის მხრიდან ხელყუმბარის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა მოჰყვა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


