რეგიონები
რაჭაში ადიდებულმა რიონმა სოფლების ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა რიონმა რაჭაში, სოფლების ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ამის გამო 50-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
„სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდი არის წაღებული. გარესამყაროს მოწყვეტილია 50-მდე ოჯახი, ადგილზე ტექნიკაა მობილიზებული, ველოდებით წყლის დონის დაკლებას მდინარეზე და დავიწყებთ სამუშაოებს. მხოლოდ ორ ოჯახს დაეტბორა სავარგული ღებში, ცოტა ხნის წინ გახლდით იქ. ამ წუთის მდგომარეობით, წყლის დონემ დაიწყო დაკლება. სავარაუდოდ, ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ხვალისთვის მოგეცემა საშუალება, რომ ტექნიკამ იმუშაოს“, – განაცხადა გუბერნატორმა.
გუბერნატორის თქმით, აბროლაურის მუნიციპალტეტში მდინარე ლუხუნის ადიდების გამო საავტომობილო გზა ჩაიკეტა, თუმცა რამდენიმე საათში პრობლემა აღმოიფხვრება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


