რეგიონები
ქუთაისში სასურსათო ჯიხურების დადგმის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა
ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გივი შუშანიამ დრეს გამართულ ბრიფინგზე.
შუშანიამ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერიამ უკვე გასცა ქალაქში ჯიხურების ჩადგმის ნებართვა, სადაც მისივე ინფორმაციით, სურსათის გაყიდვა მოხდება.
ამასთან, როგორც ენმ-ს წევრი ამბობს, მერია ხვალ ჭავჭავაძის გამზირიდან გარემოვაჭრეების გაძევებას გეგმავს, იმ ადგილას კი, სადაც გარე ვაჭრობა მიმდინარეობს ჯიხურები ჩაიდგმება.
""ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ჯიხურების ეპოქა 90–იანი წლების გადმონაშთია, რომელიც დიდი ხანია დასრულდა და ჯიხურების ადგილი 21–ე საუკუნის საქართველოში არ არის.
ჯიხურების ნებართვა გაიცა შპს „მადლზე“, რომლის უკანაც პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას. ის ქართულ ოცნებასთან და სუს-თან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში და პატრიოტთა ალიანსის დახმარებით მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის ფორმირება. ეს პროცესები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ–ერთი იმ ჯილდოთაგანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა და კონკრეტულად გოჩა თევდორაძემ მიიღო ქართული ოცნებისგან. 4 წელია ეს პრობლემა არ წამოწეულა და სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა პროცესის ფორსირება.
მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელსაც ქალაქის და მოსახლეობის ინტერესები ეწირება,"-განაცხადა გივი შუშანიამ.
გივი შუშანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ქუთაისში 16 ჯიხურის ჩადგმა იგეგმება, ქალაქის მერიაში უპასუხეს.
ფაქტს ქუთაისის მერიაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ხსნიან.
"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის მერიას 2013 წელს გაცემული ნებართვის აღსრულება დაავალა. რომლის თანახმად 2013 წელს ქალაქის მერმა ხელი მოაწერა შპს "მადლთან" იჯარის ხელშეკრულებას, ე.წ ჯიხურების განთავსების თაობაზე. ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება "მადლის" სასარგებლოდ მიიღო.ქალაქის მერიას კი უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა,"-განაცხადეს ქუთაისის მერიაში.
საკითხთან დაკავშირებით მედიანიუსი ,,პატრიოთა ალიანსის“ წევრ, გოჩა თევდორაძესაც დაუკავშირდა.
თევდორაძე არ ადასტურებს არც ჯიხურების განთავსების გადაწყვეტილებასთან და არც ჯიხურების განთავსების ნებართვის მქონე შპს ,,მადლთან“ რაიმე კავშირს.
,,ვინ ოხერია შუშანია? შუშანიას როგორც კაცს ასეთს არ ვიცნობ. არავითარი კავშირი მე შპს ,,მადლთან“ არ მაქვს. თუ ვინმე რამეს დგამს, შეხედონ კანონიერად იდგმება ეს თუ არა და მერე ილაპარაკონ.
გეუბნებით, ამ შუშანიას როგორც კაცს, ადამიანს არ ვცნობ ასეთს. ქუთაისში ჩავდივარ ორ თვეში ერთხელ 2-3 დღით, ხან ამასაც ვერ ვახერხებ. რა შუაში ვარ ახლა მე ქუთაისთან?! ’’ - განუცხადა მედიანიუსს თევდორაძემ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


