რეგიონები
ქუთაისში საკალათბურთო ღონისძიებები გაიმართება
თებერვლის დასაწყისში ქუთაისი საკალთურთო ღონისძიებებს უმასპინძლებს.
აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.
,,არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავის მშობლიური ქალაქი ქუთაისი 5 დღით საქართველოს საკალათბურთო ეპიცენტრად იქცევა. 1-4 თებერვალს იმერეთის მთავარი ქალაქი ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლებს. ქუთაისში გაიმართება ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი – „ოლ სტარი“. ზ.საკანდელიძისა და მ. ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩის დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე (WWW.GBF.GE) ხმის მიცემის პროცედურა დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყება და 2 თებერვალს 12:00 საათზე დასრულდება. ოლ სტარის სათადარიგო მოთამაშეებს კი მწვრთნელები დაასახელებენ. ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სუპერლიგის ორი წრის შემდეგ 3-ქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები, ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.
რაც შეეხება საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს, წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და „ა“ ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო („ა“ ლიგა).ტურნირის მონაწილე გუნდები 1 თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალი 4 თებერვალს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც დაგეგმილია დიდი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა. ოთარ ქორქიას გრანდიოზული ფოტო სხვა ქუთაისელ ვარსკვლავების გვერდით – სპორტის სასახლეში საპატიო ადგილს დაიკავებს.
ქუთაისის საკალათბურთო დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა“, - ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


