რეგიონები
ქუთაისში მდინარის არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდინარე ოღასკურას არხში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა მათთვის უცნობია. მათ დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინეს.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს წყლიდან.
უწყების ინფორმაციითვე, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


