რეგიონები
ქუთაისში დევნილებმა ბინების გადანაწილების პრინციპი გააპროტესტეს
დღეს ქუთაისში დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოსთან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აქცია გამართეს. დევნილებმა ბინების გადანაწილების პრინციპი გააპროტესტეს. მათი თქმით, მათ ბინის მისაღებად საკმარისი ქულები დააგროვეს, თუმცა საბოლოო ჯამში საცხოვრებელი სახლი არ ერგოთ. დევნილებმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა ბენზინი გადაისხა, თუმცა მას ცეცხლის მოკიდების საშუალება არ მისცეს.
დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ბინის მიღების სურვილი 4000 დევნილმა გამოთქვა, მაგრამ ამ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 ადამიანს დაუკმაყოფილებს მოთხოვნას.
გიორგაძემ აღნიშნა, რომ იმ დევნილებს, ვისაც პრეტენზია აქვს ბინების გადანაწილებაზე, კომისია სათითაოდ შეხვდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


