რეგიონები
ქუთაისის რამდენიმე უბანზე საარჩევნო აკრედიტაციების გაყალბების ფაქტი დაფიქსირდა
ცესკო-ს ინფორმაციით, ქუთაისის რამდენიმე უბანზე საარჩევნო აკრედიტაციების გაყალბების ფაქტი დაფიქსირდა.
მათი განცხადებით, ორგანიზაცია "პრეს მედიის" წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე გაყალბებული საარჩევნო აკრედიტაციებით მივიდნენ.
"ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესს მედიის“ ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის გაყალბებული. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


