რეგიონები
ქუთაისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქუთაისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხაზინადართა საბჭოს მიმართა და სთხოვა ფინანსურად შეისწავლოს საკითხი.
,,წყალს ატარებს არსებული გადახურვა. შესაბამისად, რეაბილიტაციაა საჭირო; პოლიმერის საფარით არის რეაბილიტაცია ჩასატარებელი. ასევე, მიზანშეწონილია შუშის კონსტრუქციის მთლიანად შეცვლა. აქაც არის ორი პრობლემა; ერთი, რომ წყალს ატარებს და მეორე ის, რომ ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ არსებული კონსტრუქციის პირობებში.
რეაბილიტაციას ასევე საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის ავტოსადგომია მოსაწყობი და შესასვლელიც მოსაპირკეთებელია. შეგვიძლია გამწვანება და პარკის მოწყობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ხაზინადართა საბჭოს ვთხოვ, რომ სათანადოდ შეისწავლოს ფინანსურად ეს საკითხი “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


