რეგიონები
ქუთაისის მერიას ხეების მოჭრაზე ნებართვა არ გაუცია
დღეს ქუთაისის მერიასთან ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებმა დევნილთა დასახლების წინ მდებარე სკვერში ხეების მოჭრა გააპროტესტეს. მათ მოითხოვეს გასხვისებული სკვერის ადგილობრივებისთვის გადაცემა, ხოლო კერძო მესაკუთრისთვის ალტერნატიული ადგილის გამოყოფა. ინფორმაციას „ქუთაისი-პოსტი“ ავრცელებს.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის, სალომე ბაკურაძის განცხადებით, დაჩეხეს 35-წლიანი ნაძვები.
„მერიის თანამშრომლების შვილები ბორჯომში ისვენებენ, ჩვენს შვილებს კი სკვერიც გაუჩანაგეს. აღარ დაგვრჩა მოსასვენებელი სივრცე. ბავშვებს სათამაშო ადგილი წაართევს და ჩვენი ხელით დარგული 35-წლიანი ნაძვის ხეები უმოწყალოდ გადაჩეხეს",- განუცხადა ბაკურაძემ „ქუთაისი პოსტს“.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიკლინის მშენებლობა იგეგმება. მათი თქმით, ისინი ამას არ დაუშვებენ და ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობის შემთხვევაში ქუთაისი ქუჩების გადაკეტვას აპირებენ.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ შეხვდა მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა.
როგორც ქუთაისის მერიამ განაცხადა, მას არ გაუცია ნებართვა ხეების მოჭრაზე. უწყების ინფორმაციით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მესაკუთრეს ჯარიმა ემუქრება.
„ნიკეას ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრა 5 კედარის ხე. ხეების მოჭრაზე მერიიდან მესაკუთრეს ნებართვა არ მიუღია. მეტიც, მას მიეცა რეკომენდაცია, მწვანე ნარგავების შენარჩუნების შესახებ. დღეს ადგილზე გავიდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც შეისწავლის არსებულ ვითარებას და თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო საბუთი არ აქვს მოწესრიგებული, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და მიმართავს სასამართლოს დაჯარიმების მოთხოვნით“, - განაცხადეს ქუთაიის მერიაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


