რეგიონები
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავზე მეხის დაცემის გამო ავიარეისი შეფერხდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებაა.
ავიარეისი ლარნაკას მიმართულებით 12:45 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ის ოთხი საათის დაგვიანებით შესრულდება.
რეისის გადადების მიზეზად, თვითმფრინავზე მეხის დაცემას ასახელებენ.
დილის 06:00 საათზე საბერძნეთის მიმართულებით გაფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც, ის ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში დაჯდა.
ქუთაისის აეროპორტმა მგზავრების საყურადღებოდ განცხადებაც გაავრცელა:
„ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ტრანსპორტირება სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.
ამ ეტაპზე, ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები: W66403(ქუთაისი- ლარნაკა) გეგმიური გაფრენა 12:45, W66409 (ქუთაისი- მემინგენი) გეგმიური გაფრენა 18:25.
დეტალურ ინფომაციას რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ მიიღებთ ჩვენი საინფორმაციოს საშუალებით: 0431 23 70 00; 0431 23 70 01“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


