რეგიონები
ქუთაისი - ვანის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა
ქუთაისი - ვანის გზაზე დღეს დილით მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 8 ადამიანი დაშავდა.
"ერთ–ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, დანარჩენ შვიდს კი ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აქვთ. მათგან 3 გადაყვანილია ქუთაისში, ცხაკაიას კლინიკაში, დანარჩენი კი თბილისში ინგოროყვას კლინიკაში," – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


