რეგიონები
ქობულეთში სანდასუფთავების თანამშრომლები აქციას მართავენ
ქობულეთში სანდასუფთავების თანამშრომლები კვარტალური პრემიის გაცემის მოთხოვნით, გამგეობის წინ, აქციას მართავენ. მათი თქმით, დანამატი, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული,ამ დრომდე არ აუღიათ.
ქობულეთში მეეზოვეების ყოველთვიური ანაზღაურება 280 ლარია, კვარტალურად კი სწორედ ამ რაოდენობის პრემიას ელოდებიან.
გაფიცულებს ქობულეთის მერი და საკრებულოს წევრები შეხვდნენ. აქციაზე მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა განმარტეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი პრემიას არ ითვალისწინებს. ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის თქმით, ისინი ხელფასის ერთიანად გაზრდაზე მუშაობენ.
ქობულეთის სანდასუფთავებაში 118 თანამშრომელია დასაქმებული. ისინი ამბობენ, რომ კუთვნილი პრემიის აღებამდე გაფიცვას გააგრძელებენ და ქალაქს არ დაასუფთავებენ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


