რეგიონები
ქობულეთში „ლურჯი ვეშაპის“ თამაშში ჩართვის მცდელობაზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარაში, არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმე აღძრა. საქმე „ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შეთავაზებას ეხება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განცხადების საფუძველზე დაიწყო. სავარაუდოდ, სამინისტროს გამოძიების მოთხოვნით არასრულწლოვანის ოჯახმა მიმართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა, ორი დღის წინ, ქობულეთში, სოფელ ლეღვას საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც მესამე კლასელის მშობლები ამბობდნენ, ბავშვს ტელეფონზე უცხო ნომრით ურეკავდნენ და "ლურჯი ვეშაპის" თამაშში ჩართვას აძალებდნენ. სკოლის პედაგოგებმა აჭარის ტელეიზიასთან განაცხადეს, რომ მოსწავლე მეორე დღეა სკოლაში არ დადის. როგორც მათ მშობლებმა შეატყობინეს, სკოლის გაცდენის მიზეზი ბავშვის დაკითხვაზე წაყვანაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლი დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში, ხელვაჩაურში, 19 დეკემბერს 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით, ორი ჭრილობა მიიყენა. ახლობლები და სკოლის დირექტორი ამის მიზეზად ინტერნეტთამაშს "ლურჯ ვეშაპს" ასახელებდნენ.
შსს-მ მაშინ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 285-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


