რეგიონები
ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა
წუხელ ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის მერის მოადგილეები, მობილური ჯგუფები და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობდა. უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლა შესაძლებელია.
უამინდობის გამო სოფელ ლეღვაში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და 180 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქობულეთის მერიის განცხადებით, მიმდინარებს აღდგენითი სამუშაოები.
საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდანვე განახლდა.
სოფელ ციხისძირის, ბუკნარისა და საჩინოს მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. დაზიანებული წყლის მილები მონაკვეთების აღდგენა დაწყებულია.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


