მოზაიკა
ქეთევან დედოფლის ნეშტი საქართველოში 6 თვით დარჩება, წმინდა ნაწილები ყველა ეპარქიაში იმოგზაურებს - მიხეილ გიორგაძე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის ნეშტი საქართველოში მინიმუმ 6 თვით დარჩება, წმინდა ნაწილები ყველა ეპარქიაში იმოგზაურებს.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ინდურ მხარესთან კონტრაქტის საბოლოოდ გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„ჩვენი მხრიდან კონტრაქტზე ხელი მოწერილი და გადაგზავნილია. იქ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერა მოხდება და ჩვენ მზად ვიქნებით წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებისთვის. ბუნებრივია, რომ რამოდენიმე ჩვენი ინდოელი კოლეგაც ჩამობრძანდება საქართველოში.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამოსვენების შემდეგ, პრაქტიკულად, მთელ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, მოილოცოს – ნეშტი არ იქნება მხოლოდ თბილისში და არ გაჩერდება მხოლოდ ერთ ადგილას, არამედ იმოგზაურებს მთელ საქართველოში, ყველა ეპარქიაში. დღევანდელი კონტრაქტი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დროებით (6 თვით) მოხდეს წმინდა ნაწილების ჩამობრძანება, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ეს ვადა გარკვეული ხნით კიდევ უფრო გაგრძელდეს“,– აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


