მოზაიკა
„ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა` - ეროვნული მუზეუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა".
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორმხრივი სამთავრობო შეთანხმების შედეგად, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გოაში მდებარე მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურებული წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტრის ნაშთებში აღმოაჩინეს ინდოელმა არქეოლოგებმა. კვლევის შედეგები 2013 წელს ჟურნალ ARCHEOLOGY-ში დაიბეჭდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.
საერთაშორისო კონფერენციაზე „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა" მოწვეულნი არიან სპეციალისტები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურიდან, გოას მსოფლიოს საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ქეთევანი" დამფუძნებლები და სამხატვრო ხელმძღვანელი. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობენ პორტუგალიელი სპეციალისტები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ლისაბონის დაგრასას ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკის კონსერვაციის პროექტში. დაგრასას ტაძარში დაცულ ფრესკაზე ქეთევან დედოფლის წამების სრული სცენაა ასახული. ფრესკის რესტავრაცია მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


