რეგიონები
ქედაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა 4-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა
ქედაში, სოფელ ხარაულაში გაჩენილმა ხანძარმა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, რის შედეგად ხარაძეების 4-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ინციდენტის დროს სახლში ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა, მან ნივთების გადარჩენა ვერ შეძლო.
ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე სახანძროსა და სამაშველოს ორი ბრიგადა მუშაობდა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის თქმით, დაზარალებულთა მდგომარეობას კომისია შეისწავლის და მათ ქირით გაიყვანენ, რის შემდეგაც 10 000 ლარი გადაეცემათ.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


