უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

28 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

ქართველ საოპერო დივას 82 წელი შეუსრულდებოდა

ცისანა ტატიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა. ლეგენდარული პრიმადონა, შარშან ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ცისანა ტატიშვილი 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო. 38 წლის განმავლობაში მღეროდა როგორც სოპრანოს, ისე მეცო სოპრანოს რეპერტუარს. გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის და პეტერბურგის მარიას თეატრის სცენებზე. გასტროლებს მართავდა ევროპის მრავალ ქალაქში: ვილნიუსი, რიგა, კიშინოვი, კიევი, ოდესა, მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბერლინი(დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), ბონი, მიუნჰენი, კიოლნი, ბაზელი, ათენი, ლისაბონი, ლონდონი, პრაღა, ვენა, ბუსეტო; ქართველ სოპრანოს, თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი.

ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის "სალომეას" პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, სალომეას შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობითი ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა.

„როცა ჩვენ დარბაზში ვისხედით და ვუსმენდით, ვუსმენდით ნამდვილ სასწაულს. ისე ზემოქმედებდა ჩვენზე- კოლეგებზე და ზოგადად მსმენელზე, ისე აღგვაფრთოვანებდა ყველას მისი ხმა და მოქმედება სცენაზე, რომ გვინდოდა გვეყვირა და გვეკივლა. ცისანა იყო ოპერის ქალღმერთი. ის იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებული პიროვნება, მომღერალი და ფენომენალური ხმის პატრონი.“- იხსენებს საქართველოს სახალხო არტისტი თამარ გურგენიძე.

თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სსრკ სახალხო არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შვეიცარიის საპატიო ორდენის კავალერი, ლეგენდარული ქართველი სოპრანო ცისანა ტატიშვილი დიდუბის მწერალTა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი