უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 ნოემბერი, 2017 14:00
font-size

ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბის ელიტაში არ უშვებენ - გარდიანი

ბრიტანული გამოცემა გარდიანი უელსის ნაკრებთან 18 ნოემბრის შეხვედრის წინ ქართველ ბორჯღალოსნებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის შეფასებით, საქართველოს სარაგბო ნაკრები ზედმეტად კარგია მეორე რანგის ნაკრებებისთვის, თუმცა ე.წ. სარაგბო ელიტაში, იმავე ექვსი ერის ტურნირზე [ყოველწლიური ჩემპიონატია, სადაც ევროპის 6 უძლიერესი სარაგბო ნაკრები: ინგლისი, ირლანდია, უელსი, იტალია, საფრანგეთი და შოტლანდია მონაწილეობენ] მოსახვედრი კარი ბორჯრალოსნებისთვის კვლავაც დაკეტილია.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს ნაკრებმა 53 წლის ახალზელანდიელი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თვითონ მწვრთნელი შიშობს, რომ ეს წარმატება შეჩერდება, რადგან წინსვლის პერსპექტივა არ ჩანს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევროპის თასისთვის უკვე გავიზარდეთ. პატივს ვცემთ მეტოქეებს, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც კანადასთან 54 ქულა დავაგროვეთ. მეტიც, მე უკმაყოფილოც კი ვარ, რადგან ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მოგვეთხოვება და რასაც ჩვენგან ელოდებიან, ამიტომ დიდი სიამოვნებით გავმართავდი კიდევ ერთ მატჩს პირველი რანგის გუნდთან, უელსის შემდეგ, რათა საკუთარი თავი გამოვცადოთ. სხვაგვარად როგორ განვვითარდებით?“, - აღნიშნავს ჰეიგი „გარდიანთან“.

გამოცემა წერს, რომ მსგავს სიტუაციაში 2000 წელს იტალიის სარაგბო ნაკრები იმყოფებოდა. მაშინ 5 ერის თასი ექვსი ერის თასად გადააკეთეს. ასევე მოხდა არგენტინის შემთხვევაში, რომელიც 2012 წელს ჩაერთო რაგბის ჩემპიონატში [ტურნირში მონაწილეობს სამხრეთ ნახევარსფეროს 4 უძლიერესი სარაგნო ნაკრები].

ჰეიგი იმედოვნებს, რომ ბორჯღალოსნები შეუერთდებიან 6 ერის გათამაშებას.

„ვფიქრობ, გვაქვს იმედი, რომ მოვხდებით 6 ერის გათამაშებაში. იყო ამაზე საუბრები და რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა სტეფენ ბრაუნმა თქვა, რომ დროა, შევხედოთ საქართველოს, რომელიც ექვს ერს უახლოვდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როგორ ვითამაშებთ უელსისა და იტალიის წინააღმდეგ“, - ამბობს ჰეიგი.

„გარდიანის“ ინფორმაციით, საქართველოს მოხვედრას ექვსი ერის გათამაშებაში მხარს უჭერს კლუბ მონპელიეს მფლობელი მოჰედ ალტრადი, რომლიც საქართველოში 20 წლამდელთა სარაგბო ნაკრებს ეხმარებოდა.

ბორჯღალოსნების მწვრთნელი ასევე აღნიშნავს ქართული რაგბის ბოლოდროინდელ მიღწევებს. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ გაზრდილია დაინტერესება სპორტის ამ სახეობის მიმართ, მშობლებს სულ უფრო მეტი ბავშვი შეჰყავს რაგბიზე. ჰეიგის თქმით, პირველად, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა, ქვეყანაში მხოლოდ 2 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის მოედანი იყო, ახლა კი მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ბორჯღალოსნებით სულ უფრო მეტი სპონსორი ინტერესდება. ჰეიგის ინფორმაციით, უელსთან თამაშის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლების მოპოვებას 5 კომპანია ცდილობდა.

მწვრთნელის შეფასებით, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს სარაგბო ნაკრები საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.

„ბევრად უკეთესები ვართ ვიდრე 2015 წელს“, - ამბობს ჰეიგი.

ახალზელანდიელის თქმით, უელსთან თამაშში ბორჯღალოსნები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

„მე ვუთხარი ბიჭებს, რატომ არ უნდა გავიმარჯვოთ? ჩვენ ბევრს ვემზადებოდით და რატომაც არ უნდა დავამწუხროთ უელსი? თუ შენ თვითონ არ გჯერა, მაშინ აგებ. დღეს ბიჭებს მოგების განწყობა აქვთ. ჩვენ თამაში შეგვიძლია და ეს რაგბის სამყაროსაც უნდა დავუმტკიცოთ“ – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ანა მებურიშვილი

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი