რეგიონები
,,ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონი მერობის კანდიდატები წარადგინა
ჩვენი საბოლოო შედეგი უნდა იყოს, რომ კახეთმა დაიბრუნოს თავისი სიდიადე. სწორედ ამიტომ, არჩევნებში ჩვენ გვმართებს ერთად დგომა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთში, სადაც რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატთა ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოყურება:
საგარეჯო - გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანი - არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტა - იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხი - ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელი - როსტომ სესიაშვილი; სიღნაღი - გიორგი გოგილაშვილი; დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; თელავი - შოთა ნარეკლიშვილი.
,,ჩვენ ყველას, ჩევნს გუნდს მტკიცედ გვჯერა, რომ გზა, რომელიც აირჩია ,,ქართულმა ოცნებამ“ არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გავაერთიანებთ ჩვენს ხმებს და დავუჭერთ მხარს იმ ზნეობრივ არჩევანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა 2012 წელს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


