უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 მაისი, 2017 18:00
font-size

ქართული სპორტის სტატისტიკის ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

სპორტკომპლექსში „ახალი თბილისი“, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იდეითა და მხარდაჭერით განხორციელებული და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით მომზადებული ქართული სპორტის სტატისტიკის ვებ-პორტალის - www.sportstat.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას, რომელიც სპორტკომპლექსის სტადიონთან მდებარე ახალ სასტუმროში ჩატარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტული ორგანიზაციებისა და ფედერაციების ხელმძღვანელები, სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

სპორტული სტატისტიკის ახალი პორტალის პრეზენტაცია პროექტის ავტორებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა და პრესსამსახურის თანამშრომელმა, ლაშა გოდუაძემ წარმოადგინეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყება 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს ერთიანი პორტალის შექმნაზე, რომელშიც ერთიანდება სპორტის სფეროში არსებული სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მრავალი სასარგებლო დოკუმენტი. აღნიშნული პორტალი წარმოადგენს ოფიციალურ წყაროს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც ქართველ სპორტსმენთა სპორტული შედეგების და მიღწევების, ასევე სპორტული ობიექტების, მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთა რაოდენობის, სპორტული ორგანიზაციებისა და სპორტული ღონისძიებების შესახებ.

საიტზე ასევე განთავსებულია სპორტის სფეროში განხორციელებული კვლევები და სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები. პორტალზე თავმოყრილია ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ ელექტრონული რუქის ფორმით, სადაც მონაცემების შენახვა და დამუშავება მიმდინარეობს „GIS” პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს გეოსივრცითი მონაცემების წერტილოვანი სიზუსტით ელექტრონულ რუქაზე დატანას.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი