ეკონომიკა
ქართული ქაშერული ბროკოლი აშშ-ში გაიყიდება
კომპანია "მაგალის" მიერ მოყვანილი ბროკოლი ამერიკის შეერთებული შტატების ქაშერი სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ისრაელის მოქალაქე რაფაელ მაღალაშვილია.
„მაგალის“ მიერ აგარის სათბურში მოყვანილი დაახლოებით 160 ტონა ბროკოლის აშშ-ში ექსპორტი მალე დაიწყება. ესაა ჯანმრთელი პროდუქტი, რომელზეც მსოფლიოში მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. აღნიშნული ბოსტნეული აშშ-ში ბაზარზე გაიყიდება, როგორც ქაშერული პროდუქტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოდან ქაშერული საქონლის ექსპორტის მოცულობას.
რაფაელ მაღალაშვილი საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული, ხილის გაყინვის კომპანიის „გლენბერის“ დამაარსებელია. "გლენბერის" ხილის გაყინვის საწარმო კასპის რაიონის სოფელ ქვენა ტკოცაშია. ის აწარმოებს მაღალი ხარისხის გაყინულ ხილს და კენკროვნებს (ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი), რომელიც აშშ-ში, ისრაელსა და შვეიცარიაში გადის.
საკუთრივ, "მაგალმა" შიდა ქართლში 11 ჰექტარზე გააშენა მარწყვი, 8 ჰექტარზე კი მოეწყო ბოსტნეულის სათბური. გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი სათბური 30 ჰექტარზე მოეწყობა, სადაც მარწყვსა და ჟოლოს მოიყვანენ.
"მაგალს" 3.5 ჰექტარზე მოყავს აგრეთვე, პომიდორი, რომელიც მხოლოდ იტალიაში იყიდება.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, ბოლო წლებში საქართველოში დაიწყო საერთაშორისოდ აღიარებული ნიშნის მქონე ქართული ქაშერული პროდუქციის წარმოება. ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, წელს დეკემბრისთვის დაგეგმილ ისრაელის კვირეულში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ბიზნესფორუმზე გაიმართება რეალური სქემის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში ქაშერული პროდუქციის წარმოების მოცულობის, ექსპორტისა და ცნობადობის გაზრდას შეეხება. ამჟამად „მაგალი“ ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. ფორუმზე კომპანია წარადგენს საქმიანობისა და გეგმების შესახებ ვრცელ ინფორმაციას.
მანამდე, მიმდინარე წლის სექტემბერში ბიზნესპალატა, ისრაელის კომპანიების მხარდაჭერის ფარგლებში, ორგანიზება გაუკეთებს კომპანია „მაგალის“ შეხვედრას ისრაელის წამყვან ბიზნესჯგუფთან.
დეკემბრისთვის დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიწვეული იქნებიან სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


